ბარაკ ობამას სიურპრიზული განცხადება

მან, IŞID-ის საშიშროების წინააღმდეგ, გასცა საჰაერო თავდასხმის განკარგულება

83390
 ბარაკ ობამას სიურპრიზული განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თეთრ სახლში, ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ, გაავრცელა სიურპრიზული განცხადება და აღნიშნა, რომ IŞID-ის საშიშროების წინააღმდეგ გასცა საჰაერო თავდასხმის განკარგულება. ისიც დაამატა, რომ რეგიონში საბრძოლველად არ იქნებიან გაგზავნილნი ამერიკელი სამხედროები.
მან ყურადღება გაამახვილა ამ ორგანიზაციის მილიტანების მხრიდან განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტაზე და დაამატა, რომ თუ iŞiD-ი წინსვლას განახორციელებს ერბილის მიმართულებით სადაც, ამერიკელი დიპლომატები არიან, გადავლენ მათზე მიზანმიმართულ საჰაერო იერიშზე.
მათ არ სურთ ამერიკელი პერსონალების სიცოცხლისთვის საშიშროების შექმნა. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქ სინჯარში მომხდარ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ამერიკას გააჩნია გენოციდისთვის წინააღმდეგობის შექმნის შესაძლებლობა.
რეგიონს, საჰაერეო გზით, მიეწოდა პირველადი მოხმარების ჰუმანიტარული დახმარება.
ამავე დროს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პენტაგონის განცხადებით, ერაყში მომხდარი დაბომბვა არ მომხდარა ამერიკელი სამხედროების მხრიდან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები