ჰალიდ მეშალმა დოჰაში გუშინ პრესისათვის განცხადება გააკეთა

69056
ჰალიდ მეშალმა დოჰაში გუშინ პრესისათვის განცხადება გააკეთა


ჰამასის პოლიტიკური ბიუროს შეფმა ჰალიდ მეშალმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გუშინ პრესისათვის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჰამასის სამიზნე არასოდეს ყოფილა მშვიდობიანი მოსახლეობა და ისრაელის მიერ ამოხოცილი პალესტინელების თითქმის ნახევარს სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენს. მეშალმა დასძინა, რომ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას მთელი მსოფლიო მხარს უჭერს. მისი განცხადებით, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ღაზის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოსა და ბლოკადის მოხსნა.

ალიდ მეშალმა ღაზის წინააღმდეგობის ძალების განიარაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ ისინი განიარაღდებიან ისრაელმაც უნდა დაასრულოს ოკუპაცია და განიარაღდეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები