ბოინგ 777-ის 298 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა

133514
ბოინგ 777-ის 298 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა


მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ბოინგ 777 რომელშიც 298 მგზავრი იმყოფებოდა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე იქნა ჩამოგდებული.

პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის მიმდინარე შეტაკებების რეგიონში ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ამსტერდამიდან აფრენილი რეის MH17-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კუალა ლუმპურში მიფრინავდა, აფრენიდან მცირე ხნის შემდეგ უკრაინაში რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო დანადგარიდან ნასროლი ჭურვით ჩამოაგდეს, რის გამოც ყურადღება სეპარატისტებზე იქნა გადატანილი.
სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ იმავე საათებში მათ უფრო მცირე ზომის უკრაინის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხოლო სამგზავრო თვითმფრინავი კი არა მათ, არამედ უკრაინის არმიამ ჩამოაგდო.

კიევის განცხადებით, იმ რეგიონში უკრაინის არმიას რაიმე სახის გასროლა არ განუხორციელებია და თვითმფრინავი სეპარატისტებმა საბჭოთა წარმოების SA-11 -ით ჩამოაგდეს.

საჰაერო ტრანსპორტირების საერთაშორისო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ თვითმფრინავი, როდესაც მას ჭურვი მოხვდა, თავის მარშრუტზე იმყოფებოდა და იგი ფრენებისათვის აკრძალულ ზონაში არ შესულა.

ამასთანავე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრობის დროს 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა ეს კი იმის ეჭვს აჩენს, რომ ბოინგი 777 შესაძლოა უფრო მეტი გრძელმანძილიანი მძიმე შეიარაღებით იყოს ჩამოგდებული, რადგანაც გადასატანი საზენიტო დანადგარის რადიუსი 3-დან 5 ატას მეტრამდეა.

ამერიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაში შესაძლოა ხელი ერიოს პრორუს სეპარატისტებს.

აღნიშნული სეპარატისტები თვითმფრინავის ჩამოგდებისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და სამძებრო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა, რაც ეჭვის გაჩენის მიზეზი გახდა.

რუსეთი კი აცხადებს, რომ ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

თვითმფრინავში 283 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 3 ჩვილი ბავშვი იყო. ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან არავინ გადარჩენილა.

ჰოლანდიის პრემიერმა მარკ რუტემ იმის გამო, რომ თვითმფრინავში დაღუპული მგზავრებიდან 154 ჰოლანდიელი იყო, სახელმწიფო დროშების დაშვების ბრძანება გასცა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები