ობამამ განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვ

133129
ობამამ განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მცდელობები გაგრძელდება.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. მან მწუხარება გამოთქვა ბოლო ორი კვირის მანძილზე ღაზაში ორ ცეცხლს შუა მოყოლილი ადამიანების დაღუპვისა და დაშავების გამო, მხარებს მოუწოდა შეწყდეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და დაამატა, რომ ადამიანების დასაცავად კიდევ უფრო გააძლიერებენ მუშაობას ცეცხლის შეწყვეტისათვის.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ყველა დიპლომატიურ რესურსსა და კავშირს გამოიყენებენ.

იგი ასევე შეეხო ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ პუტინი პირადად გააფრთხილა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების მაგიერ განუხორციელებელი სიტყვები ითქვა.

ობამამ განაცხადა, რომ უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერას რუსეთი განაგრძობს და ირღვევა ქვეყნის დამოუკიდებლობა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი რუსული თავდაცვის კომპანიის აქტივები გაიყინა და დაამატა, რომ ამგვარად, რუსული ეკონომიკა დასუსტდება და მოსკოვი დიპლომატიურ სიმარტოვეში აღმოჩნდება.

ობამამ ასევე ისაუბრა ირანთან წარმოებულ ბირთვულ მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობები მაინც არსებობს. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში კონგრესს შეხვდება და მოლაპარაკებების გაგრძელების საჭიროების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები