აშშ-ის ისრაელისთვის მხარდაჭერა გრძელდება

თეთრი სახლის მრჩეველის ერნესტის განცხადებით ისრაელს გააჩნია თავდაცვის უფლება.

130040
აშშ-ის ისრაელისთვის მხარდაჭერა გრძელდება

აშშ-ის ისრაელისთვის მხარდაჭერა, ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილის მიუხედავად გრძელდება. თეთრი სახლის მრჩეველის ერნესტის განცხადებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ისრაელის ღაზაში არასწორი ძალის გამოყენებაზე.
ყოვლად მიუღებელი უწოდა მან მშვიდობიან მოქალაქეებზე ჰამასის სარაკეტო თავდასხმა და აღნიშნა, რომ ამიტომაც ისრაელს გააჩნია თავდაცვის უფლება. მან მოწოდება გამოთქვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავდასხმები ჰამასმა.
თეთრი სახლის მრჩეველმა კითხვის საპასუხოდ, რომ ასობით პალესტინელია მოკლული და არ არის მოკლული, არც ერთი ებრაელი, თქვა:-” შეშფოთებას გამოვთქვავთ ღაზელებთან დაკავშირებით”.
მან მოწოდება გამოთქვა ორივე მხარისადმი მოახდინონ ცეცხლის შეწყვეტა. აღნიშნა, რომ აშშ-ი მხარს არ უჭერს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები