ბან კი მუნმა იბრაიმის ადგილზე იტალიელი დიპლომატი დანიშნა

126081
ბან კი მუნმა იბრაიმის ადგილზე იტალიელი დიპლომატი დანიშნა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მაისის თვეში გადამდგარი ელ აჰთარ ელ იბრაიმის ადგილზე იტალიელი დიპლომატი სტაფან დე მისტურა დანიშნა სირიაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე.

ბან კი მუნის განცხადებით, ელ იბრაიმი გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარმომადგენელია და სირიაში არსებული პრობლემის მოგვარების საკითხში მისტურა მხოლოდ გაეროს სპეციალური წარმომადგენელი იქნება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ სირიის პრობლემის მოგვარების საკითხში არაბულ ლიგასთან ფართო კონსულტაციები გაგრძელდება და მისტურას მოადგილე კი არაბული ლიგის შეთავაზებით ეგვიპტელი დიპლომატი რემზი იზზეთინ რემზი იქნება.

ბანის განცხადებით, ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე სტაფან დე მისტურამ რეგიონალურ და გლობალურ ძალებთან კონსულტაციები გაიარა, მათ შორის სირიის ოპოზიციასთან და ესადის რეჟიმთან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები