ბან კი მუნმა გეუს-ს საგანგებო შეკრების გამართვა მოსთხოვა

124787
ბან კი მუნმა გეუს-ს საგანგებო შეკრების გამართვა მოსთხოვა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ღაზაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეკრების გამართვა მოსთხოვა.

ბან კი მუნმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეგიონში გაუარესებული ვითარება ისეთ სახეს იძენს, რომ მას ვეღარავინ გააკონტროლებს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმები და დასძინა, რომ ეს თავდასხმები მიუღებელია და საჭიროა მათი შეჩერება. მისი თქმით, ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემის გადასაჭრელად გაეროს ყველა ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო და რეგიონის ქვეყნებს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ საკითხებში კონსტრუქციული მოქმედება სთხოვა.

ბან კი მუნმა პრესკონფერენციის შემდეგ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს როტაციული თავმჯდომარე, რუანდას, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებს ღაზაში შექმნილი ვითარების განსახილველად ადგილობრივი (ნიუ-იორკი) დროთ 10 საათზე შეხვედრის ჩატარებისაკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები