ისრაელმა ღაზაზე საჰაერო ოპერაცია განახორციელა

116568
ისრაელმა ღაზაზე საჰაერო ოპერაცია განახორციელა

ისრაელმა ღაზაზე საჰაერო ოპერაცია განახორციელა. 

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ღაზის სექტორის სხვადასხვა რეგიონზე განხორციელებული საჰაერო ოპერაციების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ღაზის დაბომბვის შედეგად გუშინწინ 5 ადამიანი დაიჭრა. ასევე ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზის აღმოსავლეთში მდებარე ეტ ტუფფასა და ჩრდილოეთით მდებარე ებრაკუ ელ მაკრუსის უბნებში ჰამასის შეიარაღებული ფრთის იზზედინ ელ კასამის ბრიგადის შტაბები დაბომბეს, რის შედეგადაც რეგიონში მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა.

ისრაელის არმიის პრესსპიკერმა პეტერ ლერნერმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ღაზის მხრიდან ნასროლი ორი რაკეტა ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ სდეროთში ჩამოვარდა, რის გამოც ქალაქს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები