მერკელი და ოლანდი პუტინს ესაუბრნენ

95642
მერკელი და ოლანდი პუტინს ესაუბრნენ


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ტელეფონით ესაუბრნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, მერკელმა პუტინთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამო შეძრწუნებულია და დაამატა, რომ ამის გამო უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის პოროშენკოს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებამ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

განცხადების თანახმად, ორივე ლიდერმა საუბრის დროს ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივი ვადისა და რუსეთიდან უკრაინაში იარაღისა და მებრძოლების შესვლის აღკვეთისათვის, რუსეთს უკრაინის საზღვრის სერიოზული გაკონტროლება მოსთხოვეს.

პრესსპიკერის თქმით, ოლანდი და მერკელი პუტინის მიერ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, პეტრი პოროშენკოს, აღიარებას კმაყოფილებით შეხვდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები