კერიმ შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში იარაღისა და მილიტანების შესვლ

95644
კერიმ შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში იარაღისა და მილიტანების შესვლ


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის კრიზისზე სასაუბროდ უკრაინის პრემიერს არსენი იაცენიუკსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით დაუკავშირდა. ამერიკელი უფლებამოსილების განცხადებით, კერიმ საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში იარაღისა და მილიტანების შესვლის გამო.

კერიმ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ თუ რეგიონში ვითარება არ განიმუხტება და რუსეთი უკან არ დაიხევს, დიდი შვიდიანის ქვეყნებთან ერთად მოსკოვს საფასურს გადაახდევინებენ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის პრემიერსა და რუს კოლეგას ცეცხლის შეწყვეტის, ამნისტიისა და პოლიტიკური დიალოგის საკითხებში ერთად მუშაობისაკენ მოუწოდა.

კერიმ ლავროვთან საუბრისას დღის წესრიგში დააყენა ასევე ორგანიზაცია ერაყ-დამასკოს ისლამური სახელმწიფოსაგან წამოსული საფრთხე და მას სირიაში არსებული ქიმიური იარაღის ქვეყნიდან რაც შეიძლება სწრაფად გატანის აუცილებლობაზე ესაუბრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები