NSU-ს მიერ ორგანიზებული თავდასხმის მეათე წლისთავზე ქალაქ კიოლნში

88003
NSU-ს მიერ ორგანიზებული თავდასხმის მეათე წლისთავზე ქალაქ კიოლნში


გერმანიაში რასისტულ-ტერორისტული ორგანიზაცია NSU-ს მიერ ორგანიზებული თავდასხმის მეათე წლისთავზე, ქალაქ კიოლნში, კოიპის პროსპექტზე, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. სიტყვით გამომსვლელებმა 10 წლის წინ ბომბით განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა, დაგმეს და გააკრიტიკეს უსაფრთხოების ძალების გულგრილობა და იმ პერიოდში ამ ფაქტის უკან რადიკალურად მემარჯვენეთა შესაძლო დგომის გამოუძიებლობა.
ღონისძიებების დაწყებამდე პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და ინტელექტუალებმა ერთობლივი განაცხადება გააკეთეს და საზოგადოებას მოუწოდეს ნეონაციზმის, რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ კიოლნში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობას გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკიც მიიღებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები