ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მეთანის გაზის აფეთქების გამო 22 ადა

82297
ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მეთანის გაზის აფეთქების გამო 22 ადა

ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მეთანის გაზის აფეთქების გამო 22 ადამიანი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო სინხუას ცნობით, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ჩონცინში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს, მაღაროში მყოფი 28 მუშიდან 6 გადარჩა, დაღუპული 22 მაღაროელის ცხედარი კი უკვე ნაპოვნია.
ჩინეთში, სადაც მაღაროებში მსოფლიოში ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება, არასაკმარისი უსაფრთხოების ზომების გამო, ავარიები ფატალური შედეგებით სრულდება.
ჩინეთის მთავრობის მიერ რამდენიმე ხნის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, 2015 წლამდე 2 ათასი მცირე მასშტაბის მაღარო უსაფრთხოები ზომების გაზრდის მიზნით უნდა დახურულიყო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები