სირიის რეჟიმმა ოპერაციები ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებ

ბოლო ოპერაციებს 34 ადამიანი ემსხვერპლა

72638
სირიის რეჟიმმა ოპერაციები ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებ


სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, რეჟიმის ძალების მიერ ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებზე განხორციელებული სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების დროს 34 ადამიანი დაიღუპა.

სირიის ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის განცხადების თანახმად, შეიარაღებული ოპოზიციონერების მიერ ალეპოს ცენტრალური საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორცილებული ოპერაციის დროს რეჟიმის ათობით სამხედრო გაუვნებლყოფილი, ხოლო მათი ზოგიერთი სამხედრო საშუალება კი განადგურებული იქნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არმიის ვერტმფრენებმა ალეპოში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში ე. წ. „ბარელის ბომბები“ ჩამოყარეს, ხოლო დედაქალაქ დამასკოს რეგიონებში დარეაში, მულეიჰაში, ჯობარში, დუმასა და კაბუნში რეჟიმის ძალები აქტიურ შეტევებს ახორციელებენ.

ამავდროულად, სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სანა იტყობინება, რომ უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის მასშტაბით მრავალი შეიარაღებული ოპოზიციონერის გაუვნებელყოფა მოახერხა, ხოლო მათი სამხედრო აღჭურვილობები კი გაანადგურა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები