იწყება კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერის ვიზიტი ახლო აღმოსავლე

პირველი ქვეყანა, სადაც პაპი ჩავა, იორდანია იქნება

72643
იწყება კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერის ვიზიტი ახლო აღმოსავლე


იწყება კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერის პაპა ფრანცისკეს ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში. პირველი ქვეყანა, სადაც პაპი ჩავა, იორდანია იქნება. მას იორდანიის მეფე აბდულა ცერემონიით დახვდება, რის შემდეგაც პაპი ამანის საერთაშორისო სტადიონზე იორდანელებს მიმართავს. პაპი ბეთანიაში მოინახულებს იესო ქრისტეს ნათლობის ადგილს. პაპი ფრანცისკე პროგრამის ფარგლებში სირიელი ლტოლვილების ბანაკებში მცხოვრებ ადამიანებსაც შეხვდება. ხვალ კი პაპი პალესტინაში ჩავა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები