ბალკანეთი და აღმოსავლეთ ევროპა წყალდიდობას ებრძვის.

ბოსნია ჰერცოგოვინასა და სერბეთში ისტორიის ყველაზე დიდმა წყალდიდობამ იჩინა თავი.

69280
ბალკანეთი და აღმოსავლეთ ევროპა წყალდიდობას ებრძვის.

ბალკანეთი და აღმოსავლეთ ევროპა წყალდიდობას ებრძვის.
ბოსნია ჰერცოგოვინასა და სერბეთში ისტორიის ყველაზე დიდმა წყალდიდობამ იჩინა თავი.
ბოსნიაში 35, სერბეთში კი 3 ადამიანი დაიღუპა.
გადაიკეტა გზები. 100-ზე მეტმა მეწყერმა იჩინა თავი. უშუქოდ დარჩა 65 ათასი ადამიანი.
სახლებში უიმედოდ დარჩენილების გამოხსნა ხდება ნავებით და ვერტმფრინავებით.
საერთაშორისო დახმარების მთხოვნელ ბოსნია ჰერცოგოვინის და სერბეთის სახელმწიფოს, პირველმა თურქეთმა გაუწოდა ხელი.
ყველაზე მეტად დაზარელაბულ რეგიონს მაგლას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ორგანიზაციის, ასევე მეჰმეტჩიკების რაზმის ხელმძღვანელობით გაეგზავნა 3 სატვირთო მანქანით პირველადი მოხმარების საგნები.
სახელმწიფოს საქველმოქმედო ჯგუფები დაირაზმნენ დახმარებისთვის. დედაქალაქ ბელგრადში დახმარებას ელიან სახლების სახურავებზე ასული, უმწეო ადამიანები.
დაიტბორა ქვანახშირის საბადოები.
ქვეყნის მთიანი რეგიონები თოვლის ქარიშხალს ებრძვის.
ასეთივე მდგომარეობაა პოლონეთში, ავსტრიასა და ხორვატიაში.

შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. თავსხმა წვიმების გამო წყალდიდობებს აქვს ადგილი ამერიკის ვირჯინიას შტატშიც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები