შეტაკება უკრაინაში

უკრაინაში რეფერენდუმამდე შეტაკება მოხდა

65678
შეტაკება უკრაინაში



უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქ სლავიანსკის ახლოს, გუშინ უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკება მოხდა.

ერთ-ერთი სეპარატისტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სლავიანსკის ახლოს განლაგებულმა სამხედრო შენაერთებმა ქალაქის შესასვლელებში სეპარატისტების მიერ აგებულ ბარიკადებს შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მისივე განცხადების მიხედვით, სამთავრობო ძალებმა ანდრეევკას, სემენევკასა და კომბიკორმსკის ახლოს სეპარატისტების მიერ აგებულ ბარიკადებს მძიმე შეიარაღებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სლავიანსკის შესასვლელში ჩატარებული ოპერაციის დროს დაკავებული იქნა სეპარატისტების მიერ შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები და ეს პირები ცდილობდნენ ქალაქში შეეტანათ რეფერენდუმზე გამოსაყენებლად 100 ათასზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები