სირიაში ქლორის გაზის გამოყენების ფაქტს ქიაო გამოიკვლევს

61945
სირიაში ქლორის გაზის გამოყენების ფაქტს ქიაო გამოიკვლევს



სირიაში ქლორის გაზის გამოყენების თაობაზე ბრალდებებს ჰააგის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იკვლევს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ფარგლებში ახლო მომავალში შესაძლოა სირიაში კვლევითი ჯგუფი გააგზავნონ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკვლევის ჩატარების მოთხოვნაზე სირიამ თანხმობა განაცხადა. იმ რეგიონებში, სადაც კვლევები ჩატარდება, უსაფრთხოებას დამასკოს ხელისუფლება უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრმა სირიამ თანხმობა განაცხადა მთლიანი ქიმიური იარაღის საზღვრებს გარეთ განადგურებაზე. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ გატანილი ქიმიური იარაღი ამერიკის კუთვნილ გემზე ზღვაში განადგურდება.

ამავდროუად, ესადის ძალები კვლავ განაგრძობენ ოპერაციებს. ბოლო ოპერაცია ქალაქ ალეპოს დაბა ეტარიბში მდებარე სამოქალაქო თავდაცვის შენობაზე განხორციელდა, რის შედეგადაც შენობამ და მიმდებარე ტერიტორიამ დიდი ზიანი განიცადა. დედაქალაქ დამასკოსა და ჰუმუსში მომხდარ თავდასხმებს კი 51 ადამიანი ემსხვერპლა, მრავალი კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები