გერმანიის დელეგაცია თურქეთშია

მათ ლტოლვილთა ბანაკი მოინახულეს

61553
გერმანიის დელეგაცია თურქეთშია



თურქეთში გრძელდება გერმანიის პრეზიდენტის იოაკიმ გაუკის და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები. გუშინ ისინი ქალაქ კაჰრამანმარაშს ეწვივნენ და ჯერ აქ მომსახურე გერმანელი ჯარსიკაცები მოინახულეს, რომლებიც სირიისგან თავდაცვის მიზნით განლაგებულ ნატოს ანტისარაკეტო სისტემას ემსახურებიან, შემდეგ კი იმ ლტოლვილთა ბანაკს ეწვივნენ, სადაც თავს აფარებენ სირიელი ლტოლვილები. აქ დასრულებული შეხვედრების შემდეგ გერმანული დელეგაციის წევრმა, თურქული წარმოშობის მინისტრმა მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებში აიდან ოზოღუზმა განაცხადა რომ, ბანაკში საუკეთესო პირობებია შექმნილი სირიელ დევნილთა ყოველდღიური ცხოვრებისათვის და თურქეთი კარგად ართმევს თავს ჰუმანიტარულ მისიას. მანვე სირიელთათვის მუდმივი მხარდაჭერისა და დახმარებების გამო მადლობა გადაუხადა რა ანკარას, თქვა რომ, გერმანიაც მუშაობს სირიელთათვის ჰუმანიტარული მხარდაჭერის საკითხზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები