განათლების მაღალი დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს ნელ დაბერებასთან

განათლების მაღალი დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს ნელ დაბერებასთან

2111125
განათლების მაღალი დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს ნელ დაბერებასთან

დადგინდა, რომ განათლების მაღალი დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს ნელ დაბერებასთან.

ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს განათლების გავლენა დაბერებაზე 1948 წლიდან მოყოლებული 3 თაობის 14106 მონაწილის მონაცემების შესწავლით.

მკვლევარები შეეცადნენ აღნიშნული მონაცემებით მიღებული სისხლის ტესტების გამოყენებით დნმ-ის (დეოქსირიბოზის ნუკლეინის მჟავა) გამოკვლევის მეთოდით გამოეთვალათ მონაწილეთა დაბერების სიჩქარე.

სამი თაობიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით, მკვლევარებმა შეადარეს ბავშვების განათლების დონე მათი მშობლების დონეს და ასევე გამოიკვლიეს განსხვავებები განათლების დონეებში და-ძმებს შორის.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მონაწილეთა მიერ მიღებული განათლების ყოველი დამატებითი ორი წლის განმავლობაში, დაბერების ტემპი შეიძლება შენელდეს 2-3 პროცენტით, რაც ამცირებს სიკვდილის რისკს დაახლოებით 7 პროცენტით.

კვლევამ, რომელშიც პირველად მოხდა განათლების დონის დაკავშირება ბიოლოგიურ დაბერებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებსაც განათლების უფრო მაღალი დონე აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს, უფრო ნელა ბერდებიან და ცხოვრობენ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად.

კვლევა სახელწოდებით "Framingham Heart Study" გამოქვეყნდა ჟურნალში "JAMA Network Open".


საკვანძო სიტყვები: #განათლება , #დაბერების სიჩქარე

მსგავსი ინფორმაციები