Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად ჩაუნერგეს

ამერიკული ნეიროტექნოლოგიური კომპანიის Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად ჩაუნერგეს

2095305
Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად ჩაუნერგეს

ამერიკული ნეიროტექნოლოგიური კომპანიის Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად ჩაუნერგეს.

სოციალურ ქსელ X-ზე თავის პოსტში, ილონ მასკმა განაცხადა, რომ პირველად ადამიანს იმპლანტი Neuralink-ის მიერ გაუკეთდა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და პირველი შედეგები "იმედის მომცემია".

მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ის პირველი პროდუქტის სახელი არის "Telepati" და მისი მეშვეობით მხოლოდ ფიქრით ის უზრუნველყოფს ტელეფონის ან კომპიუტერის და თითქმის ნებისმიერი მოწყობილობის კონტროლს.

აღნიშნა, რომ პირველი მომხმარებლები იქნებიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კიდურების გამოყენების უნარი. "წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოკინგს უფრო სწრაფად შეეძლოს კომუნიკაცია, ვიდრე მდივანს ან აუქციონერს. ეს არის მიზანი“. - თქვა მასკმა.

მაისში Neuralink-მა გამოაცხადა, რომ მიიღო ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლების მარეგულირებელი სააგენტოსგან (FDA), რათა დაეწყო ტვინის ჩიპების პროექტის ადამიანებზე ტესტირება.

აღინიშნა, რომ ადრე მაიმუნებზე ტესტირებულმა ჩიპებმა წარმატებით მოახდინეს ტვინში არსებული სიგნალების ინტერპრეტაცია და გადასცეს ისინი მოწყობილობებს.

მასკისა და ინჟინრების ჯგუფის მიერ 2016 წელს დაარსებული Neuralink-ი მიზნად ისახავს ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობას, როგორიცაა დამბლა და სიბრმავე და გააუმჯობესოს ინვალიდთა ცხოვრების ხარისხი ტვინში მოთავსებული მიკროჩიპების წყალობით.


საკვანძო სიტყვები: #ჩიპი , #ტვინი , #Neuralink

მსგავსი ინფორმაციები