დასავლეთ ნილოსის ვირუსის გამო საბერძნეთში წელს 20 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ნილოსის ვირუსის გამო საბერძნეთში წელს 20 ადამიანი დაიღუპა

2049687
დასავლეთ ნილოსის ვირუსის გამო საბერძნეთში წელს 20 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ნილოსის ვირუსის გამო საბერძნეთში წელს 20 ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (EODY) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსმა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში 20 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო კვირაში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხაზგასმულია კოღოებისგან პირადი დაცვის მნიშვნელობა.

იქვე ნათქვამია, რომ ვირუსი დაფიქსირდა განსაკუთრებით კარდიჩას, ლარისას, ტრიკალას, იმათიას, თესალონიკის, პელას, პიერიის, კილკისის, სერესის, ჰალკიდიკის, კავალას, დრამის, როდოპის, ქსანთის, მერიჩის, კასტორიის, არტასა და იანინის რეგიონებში.

ექსპერტები შიშობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.



მსგავსი ინფორმაციები