ჰოლანდიის საშუალო სკოლებსა და ლიცეუმებში მობილური ტელეფონები აიკრძალება

ჰოლანდიის საშუალო სკოლებსა და ლიცეუმებში მობილური ტელეფონები აიკრძალება

2007069
ჰოლანდიის საშუალო სკოლებსა და ლიცეუმებში მობილური ტელეფონები აიკრძალება

ჰოლანდიის საშუალო სკოლებსა და ლიცეუმებში მობილური ტელეფონები აიკრძალება

ჰოლანდიის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს მობილური ტელეფონები, პლანშეტები და ჭკვიანი საათები საშუალო სკოლებსა და ლიცეუმებში კლასებში.

ჰოლანდიის მთავრობის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს მიერ განათლების სექტორის დაწესებულებებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მობილური ტელეფონები აიკრძალება კლასებში საშუალო სკოლებში და ლიცეუმებში.

განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მოტივით, რომ ტელეფონით სარგებლობა ყურადღებას უფანტავს მოსწავლეებს და ასუსტებს მათ სწავლის უნარს, ასევე ნათქვამია, რომ აკრძალვა ეხება ჭკვიან საათებსა და პლანშეტებსაც.

განცხადებაში განათლების მინისტრმა რობერტ დიკგრააფმა თქვა: "მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონები გავლენას ახდენენ ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, ისინი არ უნდა იყოს კლასში. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა კონცენტრირდნენ და კარგად ისწავლონ. კვლევა აჩვენებს, რომ მობილური ტელეფონები მას ხელს უშლის. ჩვენ უნდა დაიცავით მოსწავლეები ამ სიტუაციისგან“.

იქვე ასევე ნათქვამია: „აღარ იქნება TikTok-ის ვიდეოების ყურება, თანაკლასელისთვის მესიჯის გაგზავნა ან Snapchat-ზე ფოტოების გაზიარება“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა არ ეხება უნივერსიტეტებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეფონის აკრძალვის გადაწყვეტილების შესრულება დაეკისრა სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს და რომ ტელეფონი შეიძლება როგორც მთლიანად აიკრძალოს კლასებში ასევე შესაძლოა გამონაკლისის დაშვება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ავადმყოფობა და ინვალიდობა, ან იმ მოცულობით გამოყენება, რასაც მოითხოვს გაკვეთილის შინაარსი.

განცხადების მიხედვით, აკრზალვა 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, თუ 2023-2024 სასწავლო პერიოდის ბოლოს ვერ მიაღწევს სასურველ წარმატებას, საჭიროების შემთხვევაში ის შეიძლება საკანონმდებლო რეგულაციად იქცეს.



მსგავსი ინფორმაციები