TRT World-ის ფორუმი 9-10 დეკემბერს სტამბოლში გაიმართება

ფორუმზე რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე: www.trtworldforum.com

1912859
TRT World-ის ფორუმი 9-10 დეკემბერს სტამბოლში გაიმართება

2022 წლის TRT World-ის ფორუმი, თემაზე: „მომავლის ფორმირება: გაურკვევლობები, რეალობა და შესაძლებლობები“ სტამბოლში, 9-10 დეკემბერს გაიმართება.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორუმი რომელიც 2020 და 2021 წლებში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო ონლაინ გაიმართა, მიმდინარე წელს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მნიშვნელოვან სახეებს უმასპინძლებს.

TRT World-ის ფორუმი, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდება, 34 ქვეყნის 100-მდე მომხსენებლის მონაწილეობით გაიმართება.

ფორუმს სავარაუდოდ, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება და სიტყვით გამოვა.

2022 წლის TRT World-ის ფორუმზე რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე: www.trtworldforum.com



მსგავსი ინფორმაციები