ასტეროიდი „2022 AP7" დედამიწას საფრთხეს უქმნის

ასტეროიდი „2022 AP7" დედამიწას საფრთხეს უქმნის

1900408
ასტეროიდი „2022 AP7" დედამიწას საფრთხეს უქმნის

მეცნიერებმა გააკეთეს გაფრთხილება, რომ პოტენციურად ყველაზე საშიშმა ასტეროიდმა, რომელიც 8 წელზე მეტი ხანია ჩანს, შესაძლოა დედამიწასთან გზა გადაკვეთოს.

ამერიკის შეერთებული შტატების კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის დედამიწისა და პლანეტების ლაბორატორის ასტრონომმა სკოტ შეპარდმა განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს 2 ასტეროიდი დედამიწასთან ახლოს დიამეტრით დაახლოებით 1,5 კილომეტრი და რომელთა ზომა აღწერილია, როგორც "პლანეტის მკვლელი".

შეპარდმა აღნიშნა, რომ ამ ასტეროიდებიდან მხოლოდ "2022 AP7" მდებარეობს ორბიტაზე, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის დედამიწას.

ასტეროიდი „პლანეტის მკვლელი“ ადრე მდებარეობდა სადღაც დედამიწასა და ვენერას შორის და, შესაბამისად, ძნელი იყო მისი აღმოჩენა, იმიტომ, რომ ასტრონომები იძულებულები არიან ამ ველის შესასწავლად მზის მიმართულებით გაიხედონ. ჯეიმს ვების ან ჰაბლის მსგავსი ტელესკოპები ამ მიმართულებით არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი ოპტიკური მგრძნობელობის გამო.

უცნობია როდის შექმნის საფრთხეს ასტეროიდი „2022 AP7“.



მსგავსი ინფორმაციები