TEKNOFEST KARADENİZ -ზე მინი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინეს

TEKNOFEST KARADENİZ -ზე მინი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინეს

1874751
TEKNOFEST KARADENİZ -ზე მინი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინეს
bocek iha.jpg
bocek iha.jpg

თურქეთის მიერ შექმნილი ფრთიანი მინი უპილოტო საფრენი აპარატი (İHA) ავიაციის, კოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალზე TEKNOFEST KARADENİZ -ზე გამოიფინა.

თურქეთის ტექნოლოგიების გუნდის ფონდის (T3 ფონდი) და მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ორგანიზებით, TEKNOFEST KARADENİZ სამსუნის ჩარშამბას აეროპორტში ტარდება.

ფესტივალში სამხედრო ელექტრონული ინდუსტრია (ASELSAN) თავის მიერ შექმნილი ტექნოლოგიებითა და ბავშვებისთვის განკუთვნილი აქტივობებით იღებს მონაწილეობას.

ფესტივალზე ასევე ხდება ASELSAN-ის "მინი/ნანო უპილოტო საფრენი აპარატების" ტექნოლოგიის შექნის პროცესის დემონსტრირება, რომელსაც "მწერების უპილოტო საფრენ აპარატსაც"  უწოდებენ.

ASELSAN-ის ვიზიტორების ყურადღებას იქცევს „მინი უპილოტო საფრენი აპარატის ფრთებით ფრენის მექანიზმი“.

მექანიზმი შეიქმნა კოლიბრების ტიპის ფრთიანი მინი საჰაერო აპარატებისთვოს. პროექტი მიზნად ისახავს შეასრულოს სადაზვერვო და სათვალთვალო მისიები ფრთიანი უპილოტო საფრენი აპარატებით, რომელთა გამოვლენის მაჩვენებელი დაბალია.

ფესტივალი, რომელიც 30 აგვისტოს გაიხსნა, 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები