TEKNOFEST-ი სამსუნში დაიწყო

TEKNOFEST-ი სამსუნში დაიწყო

1873795
TEKNOFEST-ი სამსუნში დაიწყო

მსოფლიოს უდიდესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალი TEKNOFEST-ი სამსუნში დაიწყო.

თურქეთის ტექნოლოგიური გუნდის ფონდის (T3 ფონდი) და მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელობით ორგანიზებული TEKNOFEST KARADENİZ-ი სამსუნის ჩარშამბას აეროპორტში გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში 30 აგვისტოდან 4 სექტემბერამდე სხვადასხვა შოუები და ტექნოლოგიური კონკურსები გაიმართება.

TEKNOFEST KARADENİZ-ზე გამოფენილია თურქეთის საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის პროდუქცია, თავდაცვის მრეწველობის ადგილობრივი წარმოების უპილოტო საბრძოლო მანქანები, ვერტმფრენები და რეაქტიული თვითმფრინავები.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოებული ელექტრომობილები.



მსგავსი ინფორმაციები