ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა
ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა
![ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/8625/a9b9/e7bf/62e7777b38e88.jpg?time=1718656331)
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების რაოდენობამ 17 ათას 509 შეადგინა.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი კვლევის მიხედვით, 9 აგვისტოს მდგომარეობით ევროპის 35 ქვეყანაში გამოვლენილი „მაიმუნის ყვავილის“ 17,509 შემთხვევიდან 99 პროცენტი მამაკაცებში დაფიქსირდა.
შემთხვევების 40 პროცენტი 31-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 24 პროცენტი 41-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 23 პროცენტი კი 18-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა.
13000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში.
ესპანეთში „მაიმუნის ყვავილის“ 5 ათას 162, გერმანიაში 2 ათას 982, ინგლისში 2 ათას 973 და საფრანგეთში 2 423 შემთხვევა დაფიქსირდა.
უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე ან გამონაყარი, ასევე მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, კუნთების და თავის ტკივილი და სიცივის შეგრძნება.
მსგავსი ინფორმაციები
![არასაიმედო სურსათის გამო ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/23e5/3518/66eb/58ada8d722252.jpg?time=1718656331)
არასაიმედო სურსათის გამო ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება
არასაიმედო სურსათის გამო ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება