TRT-ს საერთაშორისო „მეტავერსის“ და მაუწყებლობის ფორუმი დაიწყო

TRT-ს საერთაშორისო „მეტავერსის“ და მაუწყებლობის ფორუმი დაიწყო

1841209
TRT-ს საერთაშორისო „მეტავერსის“ და მაუწყებლობის ფორუმი დაიწყო
fahrettin altun.jpg

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს  პროპაგანდის გაკეთება სოციალურ მედიაში ჩარევის გარეშე შეუძლიათ.

„ჩვენ გვჯერა, რომ ისეთი ძალა, როგორიც თურქეთია, უნდა იყოს „მეტავერსის“ მშენებლობის პროცესის ნაწილი თავისი ყველა შესაძლებლობით“, განაცხადა ფაჰრეთთინ ალთუნმა.

მან ამის შესახებ, სტამბოლში, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს მხრიდან გამართული ‘საერთაშორისო მეტავერსის და მაუწყებლობის ფორუმის’ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა დონეზეა სოციალური მედიის მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, „ფაშიზმი“ მთელ კაცობრიობას წარუდგინოს, როგორც „დემოკრატია“, ეს რა თქმა უნდა, იმის ნათელი მაგალითია თუ რაოდენ დიდი რისკების და პრობლემების წინაშე ვართ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ უნდა ჩავახშოთ მათი ხმა, რომელიც არ მოსწონთ ამ გარემოში, სადაც ყოველგვარი ჩარევის გარეშე ახორციელებენ პროპაგანდას. ამ მიზეზების გამო, ჩვენ გვჯერა, რომ ისეთი ძალა, როგორიც თურქეთია, რომელიც წარმოადგენს გაცილებით დიდ გეოგრაფიას, უნდა იყოს „მეტავერსის“ მშენებლობის პროცესის ნაწილი თავისი შესაძლებლობებით“, აღნიშნა პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, TRT-ს გენერალური დირექტორი, მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიც, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ TRT-მ თავისი ადგილი დაიკავოს „მეტავერსის“ წინა პლანზე და გახდეს ერთ-ერთი უძლიერესი სამაუწყებლო კომპანია, დიზაინისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის სამუშაოებით, თურქეთისა და მსოფლიოს წამყვან „მეტავერსზე“, დიზაინისა და ტექნოლოგიების კომპანიებთან თანამშრომლობით“.

ცნობისათვის,  TRT-ს მიერ ორგანიზებულ, საერთაშორისო მეტავერსისა და მაუწყებლობის ფორუმზე გაიმართება პანელები ისეთი საკითხებზე, როგორიცაა „მეტავერსის დიზაინი“, „ჰუმანითი 2.0: რა არის შემდეგი? რას გვპირდება ‘მეტავერსი’? რა ელის კაცობრიობას?“, „შესაძლებლობა თამაშებისა და სატრაპებისთვის მეტავერსიაში“, „მეტავერსში მედია, ხელოვნება, მოდა და განათლება“.



მსგავსი ინფორმაციები