პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო

პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო

1831278
პრეზიდენტმა თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში თურქეთის მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (UUID) გაგზავნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

განცხადება პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ თურქეთის 1 მოქალაქის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის პროცესს ჩვენი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში“. - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე დასძინა: „ეს იქნება ეროვნული მისია. ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც გავაგზავნით კოსმოსში, ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს ყველა სამეცნიერო ტესტი და ექსპერიმენტი, რომლებიც მას ან თურქეთის სხვა მეცნიერებს სურთ ჩაატარონ გრავიტაციისგან თავისუფალ კოსმოსურ გარემოში... ამ ეროვნულ მისიაზე განაცხადის მისაღებად ჩვენ შევქმენით ინტერნეტ მისამართი uzaya.gov.tr. ამ მისიისთვის განაცხადის შეტანა შეუძლია თურქეთის რესპუბლიკის 45 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქეს“.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ აპლიკანტებს შორის შერჩეული ორი კანდიდატი, როგორც თურქეთის სამეცნიერო ელჩი, კოსმოსში გასვლის პროცესისათვის საჭირო ყველა ტრენინგს გაივლის.

„სწავლების დასრულების შემდეგ, ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი 2023 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამ ისტორიული მისიისთვის გაიგზავნება. უდავოა, რომ ჩვენი ნახევარმთვარანი და ვარსკვლავიანი წითელი დროშა ყველაზე მეტად უხდება ცას“. - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები