„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, გარდაიცვალა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, გარდაიცვალა

1604743
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, გარდაიცვალა

ქალაქ ახალციხეში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 16 საათიანი მკურნალობის მიუხედავად ექთანი კომიდან ვერ გამოვიდა და ადგილობრივი დროით 12.00 საათზე გარდაიცვალა.

ახალციხეში მდებარე კლინიკა „იმედ“-ში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მომხდარის შემდეგ შეკრებილმა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველომ პირველ ეტაპზე 13 მარტს „ასტრაზენეკას“ 43 ათას 200 დოზა ვაქცინა შეიძინა და 15 მარტს სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები