იცით თუ არა, რომ? 01/2021

ლემან ბოზქურთ ალთინჩექიჩი

1556767
იცით თუ არა, რომ? 01/2021

იცით თუ არა, რომ? 01/2021

იცით თუ არა, რომ ნატოს რეაქტიული თვითმფრინავის პირველი ქალი პილოტი თურქი იყო?

1933 წელს დაბადებული ლემან ბოზქურთ ალთინჩექიჩი, თურქეთის და ნატოს რეაქტიული თვითმფრინავის პირველი ქალი პილოტი იყო.

ალთინჩექიჩმა, რომელიც ფრენაზე პატარა ასაკიდან ოცნებობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი ნაბიჯი გადადგა თავისი ოცნებების ასასრულებლად და თურქქუშუ ინონუს სახელობის ბაზაზე პლანერის მართვა შეისწავლა. 1954 წელს მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, რომელიც თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ქალთა მიღების საშუალებას იძლეოდა, მან იზმირის საჰაერო ძალების აკადემიას მიმართა და 1955 წლის ოქტომბერში იქ სწავლა დაიწყო. ალთინჩექიჩმა 1957 წელს დაასრულა პროპელერიანი თვითმფრინავის მართვის შესწავლა. ამ დროს მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსი, ნატო, ჯერ მხოლოდ 5 წლის იყო.

ლემან ბოზქურთ ალთინჩექიჩმა უფრო მაღალ სიმაღლეებზე ფრენის სურვილით რეაქტიული ძრავიანი თვითმფრინავის მართვაც შეისწავლა. ალთინჩექიჩი, რომელიც პილოტის სამკერდე ნიშნით 9 წლის მანძილზე ფრინავდა, არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ნატოს ძალების რეაქტიული თვითმფრინავის პირველი ქალი პილოტი გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები