დედამიწას 5 ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 5 ასტეროიდი უახლოვდება

1547073
დედამიწას 5 ასტეროიდი უახლოვდება

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) სპეციალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედამიწისკენ 5 ასტეროიდი მოემართება, რომელთაგან 2 იმაზე ახლო მანძილზეა, ვიდრე მთვარეა დედამიწიდან დაშორებული.

მათივე ცნობით, 3 ასტეროიდი დედამიწას დღეს მოუახლოვდება, რომელთა დიამეტრი 10-დან 24 მეტრამდეა. ყველაზე ახლოს დედამიწას ერთი მათგანი 343 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

მათი  დიამეტრი 6.8 და 30 მეტრია, ისინი დედამიწას 18 დეკემბერს ანუ ხვალ მოუახლოვდებიან. ყველაზე მცირე ზომის ასტეროიდი დედამიწას 57 ათას 100 კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის, ყველაზე დიდი კი 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.


საკვანძო სიტყვები: #უახლოვდება , #ასტეროიდი , #დედამიწა

მსგავსი ინფორმაციები