დედამიწა 3 გრადუსზე მეტი დათბობისკენ მიდის

დედამიწა 3 გრადუსზე მეტი დათბობისკენ მიდის

1543242
დედამიწა 3 გრადუსზე მეტი დათბობისკენ მიდის

გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ცნობით, მიუხედავად პროგნოზებისა, რომ ნახშირბადის გამონაბოლქვი წელს 7%-ით შემცირდება,  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო, დედამიწის ტემპერატურა 3%-ზე მეტით იზრდება. UNEP-ის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ტემპერატურის მომატება შეიძლება შენარჩუნდეს 2 გრადუსის დონეზე, თუ ქვეყნები შეასრულებენ, პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში მოცემულ დაპირებებს და ამის ფარგლებში  გაიზარდება  კლიმატზე ორიენტირებული ინვესტიციები.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გასულ კვირას გამოქვეყნებულ კლიმატის ყოველწლიურ ანგარიშში გამოაცხადა, რომ 2020 წელი რეკორდულად ცხელი  მესამე წელი  გახლდათ  2016 და 2019 წლების შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #გათბობა , #დედამიწა

მსგავსი ინფორმაციები