თურქეთის განცხადება კლიმატის საერთაშორისო რეჟიმთან დაკავშირებით

თურქეთის განცხადება კლიმატის საერთაშორისო რეჟიმთან დაკავშირებით

1532423
თურქეთის განცხადება კლიმატის საერთაშორისო რეჟიმთან დაკავშირებით

თურქეთმა განაცხადა, რომ კლიმატის საერთაშორისო რეჟიმში გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს თანაბარ და სამართლიან პოზიციას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ, წერილობით უპასუხა, თურქეთის საერთაშორისო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ფარგლებში სამართლიანი პოზიციის მისაღწევად გადაწყვეტილების, G20- ის ლიდერების დეკლარაციაში შესვლის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

აქსოიმ აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, რომელიც გლობალური პრობლემაა, თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ კონტექსტში კლიმატის გლობალურ მოქმედებებში აქტიური წვლილი შეაქვს.

მან დასძინა, რომ თურქეთის ისტორიული პასუხისმგებლობა სათბურის გაზების გლობალური ემისიაში 1 პროცენტზე ნაკლებია და ასევე დაამატა, რომ ქვეყანა განვითარებადია.

”თურქეთის, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო შეთანხმების და ამ შეთანხმების შესრულების საშუალება პარიზის კონვენციის ფარგლებში პოზიცია, სამართლიანობისგან შორს არის.“ - აღნიშნა აქსოიმ.

მისივე თქმით, თურქეთის პოზიცია ამ ჩარჩოებთან დაკავშირებით, 2020 წლის 21-22 ნოემბერს საუდის არაბეთის თავმჯდომარეობით ჩატარებულ G20-ის ლიდერების სამიტის დეკლარაციის დანართში იქნა შეტანილი.

”ეს საკითხი, რომელიც ადრე ენერგეტიკის მინისტრების დეკლარაციაში იყო შეტანილი, ახლა დარეგისტრირებული იქნა G20- ის ლიდერების სამიტის დეკლარაციაში, ყველა ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე. ამრიგად, ჩვენი ქვეყნის მიერ კლიმატის საერთაშორისო მოქმედებებში უფრო მეტი წვლილის შესატანად კლიმატის საერთაშორისო რეჟიმში თანაბარი და სამართლიანი პოზიციის მისაღებად გადაწყევტილება კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული“- აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერმა.



მსგავსი ინფორმაციები