კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა

კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა

1466127
კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა

აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო NASA-ს და SpaceX-სა მიერ კოსმოსში გაშვებული პირველი კერძო ხომალდი Crew Dragon-ი, რომლებსაც ასტრონავტები დუგ ჰარლი და ბობ ბჰენკენი მართავდნენ, ორი თვის შემდეგ დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდნენ. ხომალდი, ფლორიდის შტატი, მექსიკის ყურეში მდებარე ქალაქ პენსეკოლას სანაპიროზე დაეშვა.

ეს ამერიკის ისტორიაში 45 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ  SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი მიმდინარე წლის 30 მაისს გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მას აშშ-ის პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ.

 



მსგავსი ინფორმაციები