ინდონეზიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის ჩრდილოეთ სულავესის პროვინციაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1441718
ინდონეზიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის ჩრდილოეთ სულავესის პროვინციაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიური კლიმატის და გეოფიზიკური ორგანიზაციის (BMKG) განცხადებით, მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც პროვინციის ბოლანგ მონგოონდოს რეგიონის ბოლანგუკის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით 42 კილომეტრში მდებარეობდა, მიწის სიღრმეში 94 კილომეტრზე დაფიქსირდა.

ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ პროვინციის მანადოს, ბიტუნგისა და მინაჰასას რაიონებში მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა თუ არა მსხვერპლი და ნგრევა.

ინდონეზიაში, 2018 წლის 28 სექტემბერს კუძულ სულავესიზე მომხდარ 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ცუნამი მოყვა, რამაც პალუს, სიგის რეგიონები დააზარალა და 4 ათას 340 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები