ქოლერას ეპიდემიის გავრცელების გამო 21 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში

ქოლერას ეპიდემიის გავრცელების გამო 21 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში

1389901
ქოლერას ეპიდემიის გავრცელების გამო 21 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში

ქოლერას ეპიდემიის გავრცელების გამო 21 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ებონის კოორდინატორმა ეიო ნორამ პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პროვინციაში 21 ადამიანი დაიღუპა ქოლერის ეპიდემიით.

ეიო ნორას განცხადებით, პროვინციაში გამოვლენილი იქნა ქოლერის 155 შემთხვევა და სასწრაფოდ იქნა გაგზავნილი მედიკამენტები და სამედიცინო მასალები.

მან ასევე დასძინა, რომ მოსახლეობა ეპიდემიის გამო პანიკაშია და მათ ურჩია, რომ სიმპტომების გამოვლენისთანავე საავადმყოფოებს მიმართონ.

ნორამ განაცხადა, რომ მათ დაიწყეს ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ სუფთა წყლის და ჰიგიენის ნაკლებობით გამოწვეული ეპიდემიის მეზობელ პროვიცნიებში გავრცელება.

ნიგერიაში სუფთა წყლის საჭიროების ვერ უზრუნველყოფის და სამედიცინო ჩარევის დაუყოვნებლივ და ეფექტურად ვერ განხორციელების გამო იზრდება ეპიდემიური დაავადების და სიკვდილიანობის რისკი.

ქვეყანაში ხშირად ხდება ისეთი ეპიდემიური დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მალარია, პოლიომიელიტი, ტიფი, დიარეა და „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი.


საკვანძო სიტყვები: #ნიგერია , #ეპიდემია , #ქოლერა

მსგავსი ინფორმაციები