უკრაინამ თურქული უპილოტოები წარმატებით გამოსცადა

“უკრაინის არმია აქტიურად გამოიყენებს ბაირაქტარებს“

1378738
უკრაინამ თურქული უპილოტოები წარმატებით გამოსცადა

 

უკრაინამ, თურქეთისგან შეძენილი “Bayraktar tb2“  ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის ტესტები წარმატებით განახორციელა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით,  ამ ტესტის კვალდაკვალ, თურქულ უპილოტოებს  უკრაინის არმია  აქტიურად გამოიყენებს. ”ჩვენ სწრაფად განვახორციელეთ ბაირაქტარის ჰაერში გაგზავნა და დავიწყეთ საბრძოლო მომზადება,” აღნიშნულია ამ განცხადებაში. ამავე განცხადებით, Bayraktar TB2 კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის საჰაერო ძალებს. ”სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი ასადის არმიაზე ამ უპილოტოებით  თავდასხმებმა აჩვენა, რომ ეს თურქული აპარატები ძალიან ეფექტურები იყვნენ და ამიერიდან მათ ჩვენც აქტიურად გამოვიყენებთ,” ხაზგასმულია ამ განცხადებაში. უკრაინას თურქეთისგან 6 ცალი უპილოტო აქვს ნაყიდი



მსგავსი ინფორმაციები