ჩინეთში Kovid-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1771-ს გადააჭარბა

ჩინეთში Kovid-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1771-ს გადააჭარბა

1360528
ჩინეთში Kovid-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1771-ს გადააჭარბა

ჩინეთში Kovid-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1771-ს გადააჭარბა.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის Kovid-19-ის ეპიდემიით დაავადებულთა რიცხვი 70 ათას 548-მდე გაიზარდა და მათგან 10 ათას 644-ის მდგომარეობა სერიოზულია. დაღუპულია 1771 ადამიანი მათგან 1 ჰონგ-კონგში.

Kovid-19-ის ეპიდემიით ქვეყანაში ბოლო 24 საათში 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაავადების 2 ათას 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში 2019 წლის 12 დეკემბერს პირველად დაფიქსირებული ახალი ტიპის კორონავირუსი მოკლე დროში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გავრცელდა, რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები: #Kovid-19 , #კორონავირუსი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები