კორონავირუსი აშშ-შიც დაფიქსირდა

კორონავირუსი აშშ-შიც დაფიქსირდა

1345295
კორონავირუსი აშშ-შიც დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, ჩინეთში ქალაქ ვუჰანში დაფიქსირებული პნევმონიას მიმსგავსებული „იდუმალი“ დაავადების გამომწვევი კორონავირუსი დაუდგინდა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირს, რომელიც ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ავად გახდა და ვაშინგტონში საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგივე კორონავირუსი აქვს, რომელიც ვუჰანშია დაფიქსირებული.

პიროვნების, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, ვინაობაის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #აშშ , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები