აბდულაჰ ერენმა ბულგარეთში „თურქეთის სტიპენდიები“ წარადგინა

აბდულაჰ ერენმა ბულგარეთში „თურქეთის სტიპენდიები“ წარადგინა

1345455
აბდულაჰ ერენმა ბულგარეთში „თურქეთის სტიპენდიები“ წარადგინა

საზღვარგარეთ მცხოვრები და მონათესავე საზოგადოებების სამმართველოს ხელმძღვანელმა აბდულაჰ ერენმა ბულგარეთში „თურქეთის სტიპენდიების“ წარდგენა მოახდინა.

ერენი ამ ფარგლებში კონსტანტინ პრესლავსკის უნივერსიტეტში პრეზენტაციამდე რექტორს, პროფესორ გეორგი კოლევს შეხვდა.  

აბუდლაჰ ერენის თქმით, 208 უნივერსიტეტის მქონე თურქეთის სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადი 170 ქვეყნიდან მიიღეს.  

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსულმა ერენმა განაცხადა: „ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი აკადემიური წარმატებაა. ჩვენ სტიპენდიის გაცემის დროს წინ პლანზე არა ეროვნულ წარმოშობას, ეროვნებას, არამედ აკადემიურ წარმატებას ვაყენებთ... ჩვენ როგორც ბალკანეთში მშვიდობის ასევე თურქეთის ზღვიდან და ხმელეთიდან მოსაზღვრე ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანისთვის სტიპენდიებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.“

ერენის თქმით, თურქეთის სტიპენდიები წარმატებაზე კონცენტრირებული საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამაა და არა მხოლოდ მათი თანამემამულეებისთვის არამედ ყველა ბულგარელი ახალგაზრდისთვისაა ღია.    



მსგავსი ინფორმაციები