ჩინეთში "ამოუცნობი რესპირატორული დაავადების" გამო 59 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი "ამოუცნობი რესპირატორული დაავადების" გამო 59 ადამიანი გარდაიცვალა

1335328
ჩინეთში "ამოუცნობი რესპირატორული დაავადების" გამო 59 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი "ამოუცნობი რესპირატორული დაავადების" გამო 59 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ოფიციალური პირების განცხადებით, დაავადება, რომლითაც ქალაქ ვუჰანში ათობით ადამიანია დაავადებული, არ არის მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS), გრიპი, ფრინველის გრიპი ან ადენოვირუსი.

ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირთა განცხადებით, დაავადებით, რომელიც სავარაუდოდ, "პნევმონიის ახალი სახეობაა“, გასულ თვიდან დღემდე 15 ადამიანი დაავადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსი მსოფლიოში დღემდე 8 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და მათგან 775 გარდაიცვალა.

მწვავე რესპირატორული სინდრომის გამო 2003 წელში ჩინეთში 349, ჰონგ-კონგში 299 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები