ბაირაქტარ აქინჯის პირველი ტესტი წარმატებით დასრულდა

ეს თურქული უპილოტო თავის კლასში ლიდერი იქნება

1319242
ბაირაქტარ აქინჯის პირველი ტესტი წარმატებით დასრულდა
bayraktar akinci tiha1.jpg

 

თურქულმა კომპანიამ Bayraktar Akıncı/ბაირაქტარ აქინჯიმ, ამავე სახელწოდების მოიერიშე უპილოტო თვითმფრინავის (TIHA) პირველი ფრენის ტესტი წარმატებით განახორციელა. კომპანიიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი გახდა მსოფლიოში რიგით მეოთხე ქვეყანა, რომელიც ამ კლასის უპილოტო თვითმფრინავს ფლობს. ეს ტესტი, თექირდაღის აეროპორტში განხორციელდა და თურქული უპილოტო ცაში, 16 წუთის განმავლობაში დარჩა. ახალი უპილოტო Bayraktar Akıncı-ს  ჰაერში დარჩენა შეუძლია 24 საათის განმავლობაში და ადის 40 ათასი ფუტის სიმაღლეზე რა, შეუძლია ცაში გადაიტანოს 1350 კგ ტვირთი. მასვე აქვს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის თვისებები, შეეძლება ინფორმაციის შეგროვება სენსორებისა და კამერებიდან მიღებული ჩანაწერებით, რასაც იგი შესძლებს 3 ხელოვნური სადაზვერვო კომპიუტერის საშუალებით. თურქულ უპილოტო თვითმფრინავს ასევე აქვს მეტეოროლოგიური რადარი და მრავალ დანიშნულების საჰაერო პლატფორმაც, ასე რომ, ამ შესაძლებლობებით იგი თავის კლასში ლიდერი უპილოტო იქნება



მსგავსი ინფორმაციები