უკრაინაში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

უკრაინაში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

1281812
უკრაინაში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

უკრაინის ქალაქ ლვოვში სატვირთო თვითმფრინავმა საწვავის გამოცლის გამო აეროპორტში მისვლამდე საგანგებო დაშვება განახორციელა, რა დროსაც მომხდარ კატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ესპანეთის ქალაქ ვიგოდან უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმართულებით რეისის შემსრულებელი სატვირთო თვითმფრინავი An-12 საწვავის გამოცლის გამო ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის აეროპორტთან ახლოს საგანგებოდ დაეშვა. ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები