პოლონეთი აშშ-სგან 32 ცალ F-35A ტიპის მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს

პოლონეთი აშშ-სგან 32 ცალ F-35A ტიპის მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს

1267865
პოლონეთი აშშ-სგან 32 ცალ F-35A ტიპის მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთისთვის 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 32 ცალი F-35A ტიპის მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

აშშ-ს თავდაცვის, უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყიდვა კონვენციური ფრენა-აფრენის შესაძლებლობის მქონე 32 ერთეულ F-35A ტიპის თვითმფრინავთან ერთად 33 F-135 სათადარიგო ძრავის და თვითმფრინავის ელექტრონული საბრძოლო სისტემების მსგავს ბევრ ნაწილის მოიცავს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „ეს გაყიდვა პოლონეთს რეგიონში არსებული აგრესიის შეკავების საკითხზე სანდო თავდაცვის უნარს მიანიჭებს და აშშ-ის ძალებთან ერთად ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.“

პოლონეთმა, რუსული წარმოების MiG-29 და Su-22 ფლოტების განახლების მცდელობების ფარგლებში F-35-ების შეძენის მოხოვნა აშშ-ს მაისში წარუდგინა.

ვარშავა, ქვეყნის სამხედრო მოდერნიზაციის ფარგლებში 2026 წლამდე 47 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო ხარჯებს გაიღებს.

პოლონეთმა, რომელმაც აშშ-სგან 2017 წელში 10,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“ შეიძინა, ბოლო პერიოდში სარაკეტო სისტემა HMARS-თან, stand off რაკეტებთან ერთად 2 მილიარდი დოლარის სამხედრო ხარჯები გასწია.

 


საკვანძო სიტყვები: #F-35A , #თვითმფრინავი , #აშშ , #პოლონეთი

მსგავსი ინფორმაციები