ირანის და რუსეთის სამხედრო გემები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

ეს წვრთნები ომანის ზღვაში განხორციელდება

1192680
ირანის და რუსეთის სამხედრო გემები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

 

როგორც განაცხადა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის საზღვაო ძალების მეთაურმა, კონტრ ადმირალმა ჰუსეინ ჰანზადიმ, ისინი, რუსეთის საზღვაო ფლოტის ძალებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს განახორციელებენ ომანის ზღვაში. მისივე განცხადებით, ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალების აქტიური ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება განათლების, ტექნიკურ და ოპერატიულ საკითხებში.  
"რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღებული შეთანხმების კვალობაზე, რუსეთის საზღვაო ფლოტის ზოგიერთი გემები წელს ირანის სამხრეთით მდებარე ომანის ზღვაში შემოვლენ და ერთობლივ წვრთნებს ჩავატარებთ“, განაცხადა ჰანზადიმ



მსგავსი ინფორმაციები