აშშ-ში ქარიშხალსა და წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის სამხრეთ შტატებში მძვინვარე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი ემსხვერპლა

1183322
აშშ-ში ქარიშხალსა და წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის სამხრეთ შტატებში მძვინვარე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ტეხასის, მისისიპის, ლუიზიანას, არკანზასის და ჯორჯიას შტატებში ძლიერი ქარიშხალის და წვიმების შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაუღუპა, ათობით კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსხვერპლი გამოიწვია ქარიშხალის შედეგად მანქანებსა და სახლებზე წაქცეული ხეების დაცემამ და ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობამ.

ქარიშხალის შედეგად, განსაკუთრებით ტეხასის აღმოსავლეთ რეგიონებში სახლები და ოფისების ისე დაზიანდა, რომ მათი გამოყენება  შეუძლებელია და დაახლოებით 90 ათასი ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.

მისისიპის შტატის უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ წარმოქმნილი ტორნადოს გამო 21 ათასმა სტუდენტმა თავი შეაფარა სარდაფებს და კლიმატური პირობების გაუმჯობესებას ელოდება.

ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ქარიშხალის გამო წარმოქმნილი ტორნადოს დროს ქარის სიმძლავრემ საათში 225,3 კილომეტრს მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები