კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 564-მდე გაიზარდა

კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 564-მდე გაიზარდა

1170329
კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 564-მდე გაიზარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ივლისიდან დღემდე ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 564-მდე გაიზარდა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაფიქსირებულია ჰემორაგიული ცხელების 1009 შემთხვევა და მათგან 944-ს ებოლას ვირუსი დაუდგინდა.   

ეპიდემიის შედეგად 2018 წლის ივლისიდან დღემდე 564 ადამიანი დაიღუპა, 59-ის მკურნალობა გრძელდება, ვირუსის მატარებელი 321 ადამიანი კი სრულიად განიკურნა.

მონაცემების მიხედვით, 65 ადამიანი ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა, რომელთაც ვერ დადგინდა ჰქონდათ თუ არა ებოლას ვირუსი.  

რეგიონში 2018 წლის 8 აგვისტოს დაწყებული კამპანიის ფარგლებში 91 ათას 826 ადამიანს ვაქცინაცია ჩაუტარდა.

ებოლამ პირველად 1976 წელში სუდანის ნზარსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის იამბუკუს შტატებში ერთდროულად ორი ეპიდემია გამოიწვია. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეპიდემიამ მდინარე ებოლას ახლოს მდებარე ორ სოფელში იფეთქა, რის გამოც დაავადებას ამ მდინარის სახელი ეწოდა.

ებოლას ვირუსი 2013 წლის დეკემბერში დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა. გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში 2014-2017 წლებში ვირუსით 30 ათასი ადმიანი დაავადდა და მათგან 11 ათასზე მეტი დაიღუპა.  

 


საკვანძო სიტყვები: #კონგო , #ებოლა , #ვირუსი

მსგავსი ინფორმაციები