საბერძნეთში ბოლო სამ თვეში გრიპის ეპიდემიით 56 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში ბოლო სამ თვეში H1N1 ვირუსით გამოწვეული გრიპის ეპიდემიით 56 ადამიანი დაიღუპა

1146234
საბერძნეთში ბოლო სამ თვეში გრიპის ეპიდემიით 56 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში ბოლო სამ თვეში H1N1 ვირუსით გამოწვეული გრიპის ეპიდემიით 56 ადამიანი დაიღუპა.

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრიპის გამო ჯანდაცვის ცენტრებში მისულ პაციენტთა რაოდენობა ბოლო დღეებში სერიოზულად გაიზარდა და ბოლო ერთ კვირაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში განთავსებული 18 ადამიანი გარდაიცვალა.

აქვე აღნიშნულია, რომ H1N1 ვირუსით 226 ადამიანი დაავადდა და სამედიცინო ცენტრებში შესული 40 ადამიანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

უფლებამოსილები აცხადებენ, რომ H1N1 ვირუსი ისევ გავრცელების ეტაპზეა და მოსახლეობას აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #ვირუსი , #გრიპი , #H1N1

მსგავსი ინფორმაციები