ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს პეტერ ალტმაიერს საქმიან საუზმეზე შეხვდა

1076399
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა
fatih donmez-peter altmaier1.jpg

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს პეტერ ალტმაიერს დედაქალაქ ანკარაში საქმიან საუზმეზე შეხვდა.

მინისტრებმა თურქეთსა და გერმანიას შორის არსებული თანამშრომლობა, საინვესტიციო შესაძლებლობები, რეგიონალური პროექტები და მოვლენები განიხილეს.  

მათ ასევე ისაუბრეს თურქეთ-გერმანიის ენერგო ფორუმის ფარგლებში ჩატარებული 4 სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შედეგებზე.

საქმიანი საუზმის შემდეგ დონმეზსა და ალტმაიერთან ერთად თურქულ-გერმანული ენერგო კომპანიების მმართველების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები